წესები და პირობები

ტერმინები

"პორტალი"- ვებ გვერდი www.local.ge

"პორტალის ადმინისტრაცია"- ვებ გვერდის www.local.ge ადმინისტრაცია

"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს პორტალის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას / მომსახურებას.

"განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის / მომსახურების შესახებ.

1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები:

1.1 პორტალის ადმინისტრაცია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. პორტალი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

1.2 პორტალის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის / მომსახურების ადვილად მოძებნაში.

1.3 პორტალის ადმინისტრაციას არ ეკუთვნის პორტალზე განთავსებული არცერთი პროდუქცია / მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის ან განმცხადებლის შესახებ.

1.4 განცხადებაში მითითებული პროდუქციის / მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება პორტალის ადმინისტრაციის მიერ.

1.5 პორტალზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის / მომსახურების რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი პორტალზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.7 პორტალზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

1.8 გამომდინარე პორტალის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.9 პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.10 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. პორტალის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ პორტალზე სტუმრობა / სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

2. განცხადების განთავსება:

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება პორტალზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2.2 პორტალზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ პორტალით სარგებლობის წესებს (https://local.ge/terms-conditions).

2.3 პორტალზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.

2.4 მომხმარებელი ვალდებულია პორტალის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის / მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის, ან მომსახურების შინაარსის ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: კომპანიის ლოგო, სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).

2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის / მომსახურების რეალიზაციის უფლება.

2.6 პორტალზე ერთ მომხმარებელს შეიძლება განათავსოს შეუძღუდავი ოდენობის განცხადებები. ამათგან არცერთი განცხადება არ უნდა მეორდებოდეს (არ უნდა იყოს განცხადების დუბლირება), აკრძალულია ზოგადი ტიპის განცხადების განთავსება, გაყიდვების კატეგორიაში.  ასევე აკრძალულია განცხადებაში ე.წ. ტეგების გამოყენება (ტეგების გამოყენებისას დაიბლოკება ყველა განცხადება და მომხმარებლის პროფილი).

2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის (ახალი / მეორადი) თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია / მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს local.ge პორტალზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს (განსაკუთრებული შენიშვნა: მომსახურების შესახებ განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული ‘მომსახურების’, ხოლო პროდუქციის შესახებ განცხადება კი, ‘პროდუქციის’ შესაბამის განყოფილებაში).

2.8 განცხადება არ უნდა:

2.8.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.

2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.

2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.

2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.

2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.

2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.

2.8.12 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

2.8.13 იყოს გარეული ცხოველების (მათ შორის: ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში) რეალიზაციის შესახებ შინაარსის. გარეული ცხოველების გარემოდან უკანონოდ ამოღება, მათი დატყვევება და მათი დერივატებით ვაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამმართალდარღვევათა კოდექსის 85 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და ცხოველის ან მისი დერივატის კონფისკაციით!

2.9 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია / მომსახურება განთავსებულია პორტალზე.

2.10 პორტალზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.

2.11 პორტალზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

3. პორტალის ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები:

3.1 პორტალის ადმინისტრაცია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.

3.2 პორტალის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს პორტალზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

3.4 პორტალის ადმინისტრაცია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის პორტალზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული პორტალზე პორტალის წესების დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის პროფილი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 2 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.

3.6 პორტალის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში პორტალის ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.

3.7 პორტალის ადმინისტრაციას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.

3.8 პორტალის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

3.9 პორტალის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს პორტალზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

3.10 პორტალის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას პორტალის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

3.11 პორტალზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში პორტალის ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში პორტალის ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.13 პორტალის ადმინისტრაციას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება „წესები და პირობები“-ს გვერდზე.

4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები:

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.

4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

4.3 მომხმარებელს ეკრძალება პორტალზე პორტალის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება.

4.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა პორტალის ბმულის მითითება.

4.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და პორტალის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ პორტალზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს პორტალის ადმინისტრაციას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული პორტალის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

4.7 პორტალის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.8 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას პორტალზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, პორტალი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.

4.9 მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია / მომსახურეობა სრულ შესაბამისობაშია „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში.

4.10 მომხმარებელი ასევე აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ განსათავსებელ პროდუქციაზე / მომსახურეობაზე მიწოდებული ინფორმაციითა და სარეკლამო მასალით ან/და მისი შექმნით არ დაირღვევა მესამე პირების საავტორო უფლება.

4.11 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გააუქმებს შესაბამის განაცხადს ან/და არ ექნება პრეტენზია პორტალის ადმინისტრაციის მიერ ამგვარი განცხადების გაუქმების თაობაზე, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა მომხამრებლის მიერ განცხადებულ გარანტიებსა და პორტალზე რეგისტრირებულ განცხადებებს შორის.

4.12 მომხმარებელი ასევე თანახმაა, სრულად აანაზღაუროს წინამდებარე განცხადებების შეუსაბამობის შედეგად პორტალის ადმინისტრაციისათვის მიყენებული ზიანი და დაკისრებული ჯარიმები.

4.13 მომხმარებელი უფლებამოსილია, პორტალის ადმინისტრაციას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება / განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ პორტალის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 15% (ათი პროცენტი) პირგასამტეხლოს სახით.

4.14 მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ თუ პირად ბალანსზე თანხის ჩარიცხვიდან / შეტანიდან უკანასკნელი 48 (ორმოცდარვა) თვის განმავლობაში არ განხორციელდა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება პირგასამტეხლოდ.

5. რეგისტრაციის წესები:

5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები.

5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

5.5 თუ მომხმარებლის მიერ განხორიციელებული ბოლო ჩარიცხვიდან 18 თვის განმავლობაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენება, ბალანსი ნულდება.

თუ განაგრძობთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას განაცხადებთ ქუქი-ფაილების ჩაწერაზე თქვენს მოწყობილობაში. თუ აირჩევთ, რომ არ მიიღოთ ქუქი-ფაილები, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ საიტის გამოყენებას ისევე სრულყოფილად შეძლებთ, როგორც ქუქი-ფაილების შემთხვევაში. ქუქი-ფაილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ მისამართზე:  https://local.ge/ქუქი-ფაილები